…თქვენ როგორ ფიქრობთ?..

Posted: February 6, 2011 in წარმატებული ადამიანები
Tags: , ,

რა არის წარმატება?
წარმატების სწორი განმარტება ალბათ იმდენივეა რამდენი ადამიანიც დადის ამ ქვეყანაზე.. ზოგისთვის წარმატება პირველი ნაბიჯებია, ზოგისთვის პირველი 5-ანი (თუ უკვე 10-ანი?!) სკოლაში. ზოგიერთისთვის “წარმატება ისაა ეროვნულ გამოცდებზე პასუხების პურცელზე სისულელეს რო მიაწერ და ქულას მაინც დაგიწერენ” © …

ჩემი აზრით კი წარმატება მთის მწვერვალს ჰგავს… ქარში, წვიმაში და თოვლშიც მისკენს ისწრაფვი… და მიაღწევ თუ არა, განუზომელ ბედნიერებას, შვებას და სიხარულს რომ გრძნობ. თუმცა იცი: აქ არაფერი მთავრდება! არ უნდა მოდუნდე,  არ უნდა გაუთამამდე წარმატებას, თორემ უეცრად ქარი ამოვარდება, სუსხიან ხელს წაგავლებს და რამდენიმე წამში მწვერვალიდან მთის ძირისკენ გაგიტაცებს…

“წარმატება ერთჯერადი აალების შედეგად არ მოდის – საკუთარ თავს მუდმივად ცეცხლი უნდა შეუნთო ხოლმე”.რეგი ლიჩი

მაგრამ წარმატება ყოველთვის წარმატება არაა. ის შეიძლება სულ ორიოდ წამით მოგვეჩვენოს წარმატებად და მერე ვხვდებით: მიზანმა ისე დაგვაბრმავა რომ უამრავი შეცდომა დავუშვით ამ გრძელ, ციცაბო გზაზე. ყველაფრის გამოსწორება კი სამწუხაროდ, შეუძლებელია…

პირველ რიგში, იმისთვის რომ სასურველ მიზანს მივაღწიოთ და თავი წარმატებულებად ვიგრძნოთ, ზუსტად უნდა გავარკვიოთ რა გვინდა, რას ველოდებით… უნდა გავთვალოთ ის მატერიალური და არამატერიალური ხარჯები, რომლებიც ახლავს გზას მწვერვალამდე.

A.K.

Comments
  1. mao says:

    წარმატებაა, როცა კმაყოფილი ხარ შენი თავით, როცა არა მხოლოდ ,,ცუდს არაფერს აკეთებ”, არამედ კარგსაც აკეთებ რამეს და ეს გსიამოვნებს🙂

  2. just smile says:

    გეთანხმები ყველაფერში ..

  3. magari blogiaaa. statiebic🙂❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s