…რატომ არ პასუხობენ შეკითხვებს?!.

Posted: February 10, 2011 in სხვადასხვა
Tags: , ,

იმის მერე რაც ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა კომპიუტერი და ინტერნეტი, ტელევიზორს თითქმის საერთოდ არ ვუყურებ. ჯერ ერთი, ინტერნეტში ნებისმიერ ინფორმაციას ადვილად მოძებნი… მეორეც, საყვარელი ფილმის ყურების დროს, ყველაზე საინტერესო მომენტში ნახევარსაათიანი სარეკლამო გაჭრებით თავს არავინ მოგაბეზრებს და ა.შ.

მაგრამ ზოგჯერ, ქართულ სატელევიზიო სივრცეშიც იყოს რაღაც საინტერესო. ბიზნეს კურიერს ვგულისხმობ. მართალია გადაცემა სულ რაღაც ნახევარი საათი გრძელდება, მაგრამ ბევრი ახალი რამის გაგება შეიძლება ამ 30 წუთში.

საქართველოში განვითარებადი ან უკვე წარმატებული ბიზნეს ორგანიზაციებიდან მოწვეული სტუმრები საუბრობენ საკუთარ საქმანობაზე, სტრატეგიებზე. თუმცა ქართველ ბიზნესმენებს ცოტა არ იყოს უჭირთ დეტალური ინფორმაცია საჯაროდ განაცხადონ და გაურბიან ზუსტ რიცხვებზე საუბარს. წამყვანის, აკაკი გოგიჩაიშვილის შეკითხვებს ისინი, როგორც წესი, ძალიან ზოგადად პასუხობენ და თავს არიდებენ კონკრეტულ პასუხებს. არ მესმის ასე რატომ უჭირთ ილაპარაკონ თავისუფლად. მათთვის დასმული შეკითხვები სულიად არ ითხოვს რაიმე კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემას. კიდევ ერთი, ქართველ ბიზნესმენებს არ უყვართ საკუთარ შეცდომებზე ლაპარაკი. თუ რამე ისე არ მიდის ყოველთვის სხვას აბრალებენ, ან სახელმწიფოს პოლიტიკას, ან დილერებს, მომწოდებლებს, კრიზისს…

სამაგიეროდ უყვართ რიცხვების გაბერვა, თუ ეს წარმატებას ეხება. მაგალითად, საუბრობენ 100%–ან ზრდაზე. რეალურად, პროცენტული ცვლილება ბევრს არაფერ ამბობს. თუ წინა თვეში მხოლოდ ერთი მანქანა გავყიდე და ამ თვეში ორი ცალი, გამოდის რომ 100%–ანი ზრდა მაქვს გაყიდვებში. მაშინ როცა სხვამ ვთქვათ პირველ თვეშ 50 ცალი გაყიდა, შემდეგ თვეში 60, გამოდის რომ მას მხოლოდ 20%–ანი ზრდა ჰქონია.

და მაინც არ მესმის, რატომ გაურბიან შეკითხვებზე პასუხის გაცემას?

Comments
  1. imho says:

    “თუ წინა თვეში მხოლოდ ერთი მანქანა გავყიდე და ამ თვეში ორი ცალი, გამოდის რომ 100%–ანი ზრდა მაქვს გაყიდვებში. მაშინ როცა სხვამ ვთქვათ პირველ თვეშ 50 ცალი გაყიდა, შემდეგ თვეში 60, გამოდის რომ მას მხოლოდ 20%–ანი ზრდა ჰქონია.” რაგაცას მაგონებს😀

  2. ILDANI says:

    და შენ ეს გადაცემა მოგწონს?🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s