ჩემ შესახებ

ბლოგის ავტორი გახლავთ ერთი ჩვეულებრივი სტუდენტი, ჩვეულებრივი უნივერსიტეტიდან, რომელსაც ძალიან უყვარს წერა.

მაინტერესებს ყველაფერი, რაც უკავშირდება ბიზნესს, მართვას, მარკეტინგს. ეს უკანასკნელი კი საკუთარ პროფესიად დამისახავს და ძალიან მინდა ვიყო წარმატებული, ახალი იდეებით სავსე და ყოველთვის ორიგინალური.

ბავშვობაში მინდოდა ფსიქოლოგი გამოვსულიყავი. მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება. მათი ქცევები, მიმიკა, ჩაცმულობა და თმის ვარცხნილობაც კი უამრავ ინფორმაციას იძლევა, რომელიც შეიძლება ადამიანთან ურთიერთობაში წლების მანძილზე ვერ აღმოაჩინო.

მარკეტინგიც გარკვეულწილად ადამიანის ფსიქოლოგიის ცოდნასაც საჭიროებს. ალბათ ასე ძალიან ამიტომაც დამაინტერესა ამ სფერომ.

სხვა უამრავი მისწრაფებაც მქონია სკოლის პერიოდში, მაგრამ საბოლოოდ მაინც ბისნესის სამყაროში ამოვყავი თავი. იქ, სადაც გამუდმებით სიახლეების, ინოვაციების დანერგვა და დროსთან ფეხის აწყობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

Comments
  1. mao says:

    ანი, გილოცავ, საოცრად მომწონს ეს საიტი🙂
    შენ ჩემი სახით ერთი მუდმივი მკითხველი გყავს🙂
    გისურვებ წარმატებებს :*:*:*

    პ.ს. დამიჯერეთ ყველამ, ეს ძალიან საინტერესო ადამიანია და საინტერესო რამეებსაც წაიკითხავთ აქ😉

  2. nineno says:

    მადლობა, მარიამ :*

  3. just smile says:

    ///მაინტერესებს ყველაფერი, რაც უკავშირდება ბიზნესს, მართვას, მარკეტინგს. ეს უკანასკნელი კი საკუთარ პროფესიად დამისახავს და ძალიან მინდა ვიყო წარმატებული, ახალი იდეებით სავსე და ყოველთვის ორიგინალური /// << აი ამაში ვგავართ ერთმანეთს ..🙂
    მომწონს შენი ბლოგი … და ჩემი სახით კიდევ ერთი ერთგული მკითხველი შეგემატა …

  4. ILDANI says:

    საინტერესო თემატიკის ბლოგია.
    ფბ-ზე გაგვიზიარე ხოლმე ახალი პოსტები😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s